ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანის ხელისუფლება იძიებს ბეირუთში მომხდარ თავდასხმას - 2005-03-27


ლიბანის ხელისუფლება აგრძელებს გუშინ, გვიან საღამოს ბეირუთის ქრისტიანულ დასახლებაში მომხდარი აფეთქებისთვის პასუხისმგებელი პირების ძებნას.

ინციდენტის შედეგად , რომელიც 25 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერებების აფეთქებას მოჰყვა, სულ ცოტა 6 ადამიანი დაიღუპა. ცეცხლი გაუჩნდა ახლომდებარე ტერიტორიას.

აფეთქებისთვის, რომელიც სავარაუდოდ ლიბანელი ქრისტიანების წინააღმდეგ იყო მიმართული, ჯერჯერობით არავის უკისრია პასუხისმგებლობა. თუმცა ქვეყნის ოპოზიცია მომხდარისთვის ლიბანის პრო სირიულ უშიშროების ძალებს სდებს ბრალს. ოპოზიციური ძალების განცხადებით, მსგავსი ინციდენტები ლიბანიდან სირიის ჯარების გასვლის მომენტში დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული.

ლიბანის პრეზიდენტმა ემილ ლაჰუდმა ხალხს ერთიანობისკენ მოუწოდა.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა კი დაჰგმო აფეთქება, და განაცხადა რომ ხელისუფლებამ დამნაშავეები უნდა დააკაოს.

XS
SM
MD
LG