ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კურმანბეკ ბაკიევი ყირგიზეთის სახელმწიფო მეთაურის მოვალეობებს ასრულებს - 2005-03-26


ყირგიზეთის სახელმწიფო მეთაურის მოვალეობების შემსრულებელმა კურმანბეკ ბაკიევმა დღეს განაცხადა, რომ იგი ივნისში დაგეგმილ არჩევნებში მის კანდიდატურას წამოაყენებს.

ბიშკეკში მდგომარეობა კვლავაც დაძაბულია. ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს რათა წესრიგი აღდგეს. ორი დღის განმავლობაში მიმდინარე ძარცვა-გლეჯისა და ძალმომრეობის შედეგად 3 კაცია დაღუპული. არიან დაშავებულები. პარასკევს ბიშკეკში პოლიციის საპატრულო ჯგუფები ცეცხლსასროლი იარაღის ჰაერში სროლით ცდილობდნენ ბრბოს დაშლას. გავრცელებული ინფორმაციით ასკარ აკაევი რუსეთს ჩავიდა. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა იგი წინააღმდეგი არ იქნება თუ აკაევი რუსეთში მოითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს. აკაევმა განაცხადა, რომ იგი კვლავაც რჩება ყირგიზეთის პრეზიდენტად.

XS
SM
MD
LG