ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უშიშროების საბჭო:  მშვიდობისმყოფელები სუდანში ჩავლენ - 2005-03-25


გაეროს უშიშროების საბჭომ დაამტკიცა ათი ათასი მშვიდობისმყოფელის გაგზავნა სუდანის სამხრეთში, რომლებმაც იქ მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების განხორციელებას უნდა გაუწიონ მონიტორინგი. მიუხედავად ამისა, უშიშროების საბჭოს არ მიუღა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება დარფურის რეგონში მიმდინარე კონფლიქტის მოსაგვარებლად.

ამდენად, უშიშროების საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი ახალი რეზოლუციის დამტკიცებას, რომელიც ძალის გამოყენებით შეეცდება იანვრის სამშვიდობო შეთანხმების მონიტორინგს. თუმცა, რეზოლუციის ტექსტში ამოღებულია დარფურში ომის დამნაშავეთა წინააღმდეგ სანქციების დაწესების და დამნაშავეთა გასამართლების შესაძლებლობა.

XS
SM
MD
LG