ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის პოლიციამ მეამბოხეთა საწვრთნელ ბანაკს მიაკვლია - 2005-03-23


ერაყის პოლიციამ, ამერიკული სამხედროების მზარდაჭერით, ბაღდადის ჩრდილოდასავლეთით მეამბოხეთა საწვრთნელ ბანაკს მიაკვლია.

დღეს, ერაყის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ ქალაქ ტიკრიტთან ბრძოლები დაახლოებით 12 საათი გრძელდებოდა. პოლიციის განცხადებით, 80მდე მეამბოხე და შვიდი მეთაური იქნა მოკლული.

ამერიკელებმა, თავის მხრივ დაადასტურეს ის ფაქტი, რომ ამ ოპერაციისთვის მათი მხრიდან საჰაერო და სახმელეთო მხარდაჭერა იქნა უზრუნველყოფილი, თუმცა მათ დანამდვილებით ვერ დაასახელეს დაღუპულთა რაოდენობა. ამერიკელების განცხადებით, მათ დაღუპულები არ ჰყავთ ცოცხალ ძალაში.

დღეს, ქალაქ ტიკრიტში ტიკრიტის ისლამური არმის პროკლამაციებს ავრცელებდა, სადაც ჯგუფი იტყობინებოდა, რომ ოპერაციის შედეგად მხოლოდ 11 მეამბოხეა დაღუპული.

XS
SM
MD
LG