ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირგიზეთში დემონსტრაცია დაარბიეს - 2005-03-23


ყირგიზეთის დედაქალაქში სპეცდანიშნულების რაზმმა ოპოზიციის დემონსტრაცია დაარბია.

დემონსტრაციაში ორასამდე ადამიანი მონაწილეობდა. დაკავებულთა შორის არის აქციის ორგანიზატორიც.

ქვეყნის პრეზიდენტმა ასკარ აკაევმა დემონსტრანტთა მოთხოვნების საპასუხოდ ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი და გენერალური პროკურორი გაათავისუფლა თანამდებობიდან.

აკაევის პრესმდივნის განცხადებით, ოპოზიციის ლიდერი კენეშბეკ დუშებაიევი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს.

აკაევის წარმომადგელელმა ყირგიზეთის ძალოვან და მმართველობის ადგილობრივ სტრუქტურებს სიმშვიდისა და სიფრთხილისაკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, ყირგიზეთის ოპოზიციას ლეგიტიმური მოთხოვნები არ გააჩნია, და პროტესტები დაძაბულობის ესკალაციას და მთავრობის დამხობას ისახავს მიზნად.

XS
SM
MD
LG