ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება ბეირუთში: - 2005-03-19


ლიბანის პრეზიდენტმა ქვეყნის მთავრობაში პრო- სირიულ და ასევე სირიის საწინააღმდეგო პოლიტიკურ ფრაქციებს მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა. ემილ ლაჰუდმა ასეთი განცხადებით, პოლიტიკოსებს ბეირუთში მომხდარი აფეთქების შემდეგ მიმართა.

ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ უყურებს პრეზიდენტის ამ მოწოდებას ლიბანის ოპოზიცია.

აფეთქება, როგორც სჩანს მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას მოჰყვა. დაშავდა რამდენმე ადამიანი, და დაზიანდა ახლომდებარე შენობები.

ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, თუ ვინ უნდა იდგეს ამ ინციდენტის მიღმა.

XS
SM
MD
LG