ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯორჯ ბუში: ჰეზბოლა უნდა განიარაღდეს - 2005-03-15


ჯორჯ ბუშის განცხადებით მიუხედავად წარსულში ტერორიზმთან კავშირებისა, წარმოშობით ლიბანური დაჯგუფება ჰეზბოლა შესაძლოა ლიბანის ერთერთი ძირითადი პოლიტიკური დაჯგუფება გახდეს. მანამდე კი, ბუშის განცადებით, ჰეზბოლა უნდა განიარაღდეს და ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესს დაუჭიროს მხარი.

ეს განცხადებები ბუშმა დღეს თეთრ სახლში, იორდანიის მეფე აბდულასთან შეხვედრისას გააკეთა. იორდანიას და შეერთებულ შტატებში ამ ყოვლისმომცველ დიპლომატიურ ინიციატივაში საუდის არაბეთი და ევროკავშირიც უერთდებიან, და სირიას ლიბანიდან გასვლისკენ მოუწოდებენ.

სამშაბათს დილით, მას შემდეგ რაც წინა დღით ბეირუთში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა, სირიის უშიშროების აგენტებმა დაიწყეს ლიბანის დედაქალაქში დაკავებული ოფისების დაცლა.

ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაკი კი სამშაბათს მოულოდნელად დამასკოს ჩავიდა, სადაც ლიბანიდან სირიის გასვლის საკითხი განიხილა.

XS
SM
MD
LG