ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანის მოლაპარაკებები ევროპულ სახელმწიფოებთან შეფერხდა, თუმცა მოგვიანებით გაგრძელდება - 2005-03-13


ოფიციალური ირანის განცხადებით, ევროპულ სახელმწიფოებთან გამართულმა მოლაპარაკებებმა- ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ ვერ გაამართლა მოლოდინი, თუმცა ისლამური რესპუბლიკა კვლავაც დადებითად უყურებს ამგვარ განხილვებს მომავალში.

ირანის სახელწიფო მედიის მონაცემებით საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ჰამიდ რეზა ასეფი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ევროპელ დიპლომატებთან 23 მარტისთვის იგეგმება.

ბატონმა ასეფიმ ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების ჩართვა ამ მოლაპარაკებებში ევროპის სახელმწიფოებთან მიმდინარე დიალოგს ავნებს და დასძინა, რომ ირანი არ არის შეშფოთებული ამერიკის მუქარით, რომელიც ბირთვული პროგრამის მიზეზით ამ საკითხის უშიშროების საბჭოსთვს გადაცემას ითხოვს.

XS
SM
MD
LG