ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპი გამოჯანმრთელებას იწყებს - 2005-03-13


დღეს, დღის ბოლოს რომის პაპი იოანე პავლე მეორე საავადმყოფოს დასტოვებს და ყელის ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელებას ვატიკანის რეზიდენციაში გააგრძელებს.

ასეთი ცნობა დღეს ვატიკანის წარმომადგენელმა გაავრცელა, მას შემდეგ რაც 84 წლის რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა პირველად, ოპერაციის შემდეგ საჯაროდ ილაპარაკა.

იოანე პავლე მეორე მეტნაკლებად კარგად გამოიყურებოდა და მან საავადმყოფოს წინ შეკრებილ მლოცველებს ჯვარი გადასახა, რომელთა შორის ასევე იყვნენ პაპის მშობლიური ქალაქიდან, პოლონეთის სამხრეთის ქალაქ ვადოვიცედან ჩამოსული სტუმრებიც.

XS
SM
MD
LG