ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანი არ იზიარებს უცხოეთის შეთავაზებებს - 2005-03-12


შეერთებული შტატების განცხადებით, ვაშინგტონი მხარს დაუჭერს ევროპის წინადადებას ირანს შეზღუდული ეკონომიკური დახმარების მინიჭების მიზნით და ამის სანაცვლოდ ბირთვული საქმიანობის შეწყვეტას მოითხოვს.

და აი უკვე ცნობილია, რომ თეირანმა უარყო ეს წინადადებები, და განაცხადა, რომ შეზღუდვები საერთოდ არ უნდა დაწესებულიყო ირანის მიერ თვითმფრინავების ნაწილების შესყიდვისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების წინააღმდეგ.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი შესწყვეტს თავისი წინააღმდეგობის გახმოვანებას ირანის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ და ასევე თანახმა იქნება თეირანს სამგზავრო თვითმფრინავების ასაგებად სხვადასხვა ნაწილები მიჰყიდონ მსურველმა ქვეყნებმა.

აი რა თქვა კონდოლიზა რაისმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ბორის ტარასიუკთან ერთად გამართულ პრეს კონფერენციაზე;

“უნდა გვახსოვდეს, რომ ირანს აქვს ვალდებულება დაამტკიცოს, რომ სამოქალაქო ბირთვული პროგრამის პარალელურად, ის ბირთვული იარაღის განვითარების არ ცდილობს, თუმცა ჩვენ ამის შესახებ სერიოზული ეჭვები გვაქვს, და ამაზე ისევ მუშაობას გაეროს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო.”

XS
SM
MD
LG