ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიკოლა კალიპარის პანაშვიდს ათასობით იტალიელი დაესწრო - 2005-03-07


რომში ათასობით ადამიანი დაესწრო იტალიის უშიშროების აგენტის პანაშვიდს. ნიკოლა კალიპარი, როგორც ცნობილია ერაყში ამერიკულმა ძალებმა დახვრიტეს. პანაშვიდი პირდაპირ ეთერში ტელევიზიითაც გადაიცემოდა.

კალიპარი, იტალიელი ჟურნალისტის ჯულიანა სგრენას გათავისუფლების შემდეგ მასთან ერთად ავტომანქანით ბაღდადში მიდიოდა. ამ დროს ამერიკულმა ძალებმა ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შესახებ სხვადასხვა ვერსიები არსებობს. სგრენამ უკვე განაცხადა, რომ ამერიკელებმა შესაძლოა მანქანას გამიზნულად გაუხსნეს ცეცხლი, რამეთუ მათი აზრით იტალიელებმა შესაძლოა გამოსასყიდი გადაუხადეს გამტაცებლებს. გამოსასყიდის გაღებას კი ცალსახად ეწინააღმდეგება ამერიკული მხარე.

XS
SM
MD
LG