ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირია ლიბანიდან ჯარების გაყვანას იწყებს - 2005-03-07


ლიბანის განცხადებით, სირია ორშაბათიდან დაიწყებს ცენტრალური ლიბანიდან ჯარების რე დისლოცირებას სირიის საზღვართან.

ლიბანის თავდაცვის მინისტრი აბდულ რაჰიმ მრადი აცხადებს, რომ ასეთი ზომა დამასკოში სირიისა და ლიბანის პრეზიდენტთა შეხვედრის დასრულებისთანავე განხორციელდება.

როგორც ცნობილია, სირია კვლავ მოექცა საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ 14 თებერვალს ლიბანის პრემიერ მინისტრის რაფიკ ჰარირის მკვლელობის შემდეგ. ლიბანის ოპოზიციამ მკვლელობისთვის ბეირუთსა და დამასკოს დასდო ბრალი. ორივე ქვეყნის მთავრობა დღემდე უარყოფს ამ ბრალდებას.

ამას გარდა, სირიას ჯერჯრობით არ გამოუცხადებია თუ როდის დაასრულებს ჯარების გაყვანას ლიბანიდან, და მთლიანობაში გაიყვანს თუ არა 14000 ათასიან კონტიგენტს .

თეთრი სახლი უკმაყოფილებას გამოსთქვამს ამ არარსებული გეგმის გამო და აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ გაიზიარებს დამასკოს არასრულ ზომებს.

XS
SM
MD
LG