ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაიწყო ამერიკელი სამხედროების სპეც ოპერაცია ალ-ანბარში - 2005-02-20


ამერიკელი სამხედროების განცხადებით, დაიწყო ფართომასშტაბიანი ოპერაცია ერყის დასავლეთში მდებარე ალ ანბარის პროვინციაში.

სპეც-ოპერაცია გულისხმობს პროვინციის მთავარ ქალაქ რამადიში ღამის განმავლობაში კომენდანტის საათის დაწესებას და უსაფრთოხების გაძლიერებულ ზომებს მდინარე ევფრატის რამდენიმე სანაპირო ქალაქში.

ოპერაციაში, რომელიც ერაყის მთავრობის მოთხოვნით დაიწყო ასევე მონაწილეობენ ერაყის უშიშროების ძალებიც.

რამადი, როგორც ცნობილია მეამბოხეთა ბრძოლების ეპიცენტრი იყო ბოლო თვეების განმავლობაში.

ამის პარალელურად, უკვე ცნობილი ხდება პირველი მსხვერპლის შესახებ. ალ ანბარის ოპერაციაში დღეს ერთი ამერიკელი საზღვაო ქვეითი დაიღუპა.

მეამბოხეებმა კი ბაღდადის მიდამოებში დღესვე მოწყობილ თავდასხმებში სულ ცოტა 40-ი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლეს.

XS
SM
MD
LG