ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული პოლიცია ნალჩიკში არბევს ექსტრემისტებს - 2005-02-20


რუსეთის ქალაქ ნალჩიკში, პოლიცია კერძო ბინაში შეიჭრა, სადაც ვარაუდით ისლამისტი მეამბოხეები 24 საათის განმავლობაში იმალებოდნენ.

წინასწარი ცნობებით, პოლიციამ ოპერაციისას ორი ადამიანი მოჰკლა.

რუსეთის ტელევიზიამ უკვე გადასცა მასალა, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ შემოარტყა პოლიციამ ალყა ხუთ სართულიან შენობას დაჯავშნული მანქანებით.

საინფორმაციო საშუალებების მონაცემებით, პოლიციამ ტყვიამფრქვევებიდან ცეცხლი გაუხსნა ერთერთ ბინას.

რუსი ოფიციალური პირების განცხადებით, მეამბოხეები, რომლებსაც სამართალდამცავები ეძებენ ჩართულნი არიან ჩეჩნეთში მიმდინარე ტერორისტულ და სამხედრო ოპერაციებში.

XS
SM
MD
LG