ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არეულობა ტოგოში: მოსახლეობა პრეზიდენტის გადაგომას მოითხოვს - 2005-02-19


ტოგოში 20 ათასი დემონსტრანტი სამხედრო ხუნტის მიერ დანიშნული პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვდა.

5 თებერვალს პრეზიდენტ გნასინგბეს ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ, დღევანდელი საპროტესტო მანიფესტაცია ყველაზე მასშტაბური იყო.

გნასინგბეს დანიშნვას გმობს როგორც ტოგოს მოსახლეობა, ისე საერთაშორისო საზოგადოებაც.

ლომეში ადგილი ჰქონდა გნასინგბეს მხარდამჭერთა მიტინგსაც, სადაც შეკრებილებმა პრეზიდენტის გამოსვლა მოისმინეს. გნასინგბე ამბობს, რომ არჩევნების მოსამზადებელ პერიოდში ქვეყნის სტაბილურობას უზრუნველყოფს, და თავად არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

გნასინგბე დათმობაზე წავიდა როცა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს 60 დღის განმავლობაში დანიშნავს, და ამბობს, რომ ასევე სწრაფად დაინიშნება საკანონმდებლო არჩევნები.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ტოგოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ გააუქმა აკრძალვა დემონსტრაციების წინააღმდეგ. ქვეყნის უშიშროების ძალებმა დემონსტრაციების მიმდინარეობისას აქამდე სულ ცოტა 4 დემონსტრანტი მოჰკლეს.

აფრიკის კავშირი და დასავლეთ აფრიკის რეგიონალური გაერთიანების ლიდერები აცხადებენ, რომ ბატონი ფაურე გნასინგბე დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს. ორივე ორგანიზაცია სანქციების დაწესებით დაემუქრა ტოგოს და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გნასინგბეს ეგრეთწოდებული დათმობები უმნიშვნელო და არაფრისმთქმელია.

XS
SM
MD
LG