ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტოკიო და ვაშინგტონი: დაიწყო ყოველწლიური შეხვედრა უშიშროების საკითხებზე - 2005-02-19


ვაშინგტონში დაიწყო ამერიკელი და იაპონელი მაღალჩინოსნების ყოველწლიური შეხვედრა, რომელმაც უნდა განიხილოს ერთობლივი შეთანხმება უშიშროების საკითხებზე. შეხვედრას ადგილი აქვს წინააღმდეგობრივი მოსაზრებების ფონზე, რომელთა თანახმად ორი ქვეყანა აპირებს ერთობლივ დეკლარაციაში ჩართოს უშიშროების საკითხები რომელბიც ტაივანს მიემართება.

ამერიკის სახელმწფო მდივანი კონდოლიზა რაისი და თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი შეხვდებიან თავიანთ იაპონელ კოლეგებს, საგარეო საქმეთა მინისტრს ნობუთაკა მაჩიმურას და იაპონიის თავდაცვის მინისტრს იოშინორი ონოს.

ამერიკის ხმის კორესპონდენტი სახელმწფო დეპარტამენტიდან იტყობინება, რომ შეერთებული შტატები და იაპონია იზიარებს შეშფოთებას ტაივანის უშიშროების საკითხებზე, თუმცა ბუშის ადმინისტრაციას არ აქვს არანაირი მიზნები გააფართოვოს ამერიკა- იაპონიის ერთობლივი შეთანხმება უშიშროების საკითხებზე.

გუშნ ჟურნალისტებთან საუბრისას კონდოლიზა რაისმა აღნიშა, რომ ვაშგტონი არ ცვლის პოლიტიკას ჩინეთის მიმართ და მზარს უჭერს ტაივანსა და ჩინეთს შორის არჩსებული უთანხმოებების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას.

XS
SM
MD
LG