ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის აგრესიის შემთხვევაში ვაშინგტონი ისრაელის უსაფრთხოებას დაიცავს - 2005-02-18


პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ ისრაელს სერიოზული მიზეზი გააჩნია ეშინოდეს ირანისა, აშშ-ები კი კვლავ მოწოდებულია ისრაელის უშიშროების განსამტკიცებლად. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი მიშელ ბოუმანი თეთრი სახლიდან იუწყება, პრეს- კონფერენციაზე დასმულ კითხვაზე არის თუ არა შესაძლებლობა იმისა რომ ისრაელმა პრევენტიული დარტყმა მიაყენოს ირანის ბირთვულ ობიექტებს, პრეზიდენტმა ბუშმა უპასუხა: “მე რომ ისრაელის ლიდერი ვყოფილიყავი, და ირანელი აიათოლების განცხადებები მესმოდეს ჩემი ქვეყნის უშიშროების თაობაზე, ძალზე შემაშფოთებდა ირანის მიერ ბირთვული იარაღის განვითარების შესაძლებლობანი. ამაში ისრაელი ჩვენი მოკავშირეა. ჩვენ ძალზე სერიოზულად ვუჭერთ მხარს ისრაელს და მხარს დავუჭერთ მას თუ ქვეყნის უშიშროებას საფრთხე დაემუქრა”. ისრაელის მთავრობა კი ასევე იცავს თავდაცვის უფლებას თუნდაც ისეთი პრევენტიული ზომების მისაღებად, როგორიც 1981 წელს ერაყის ბირთვული რეაქტორის დაბომბვა იყო.

XS
SM
MD
LG