ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორმა პაკისტენელმა ექსტრემისტმა თავი აიფეთქა - 2005-02-18


პაკისტანის პოლიციის თანახმად ორმა მუსლიმანმა ექსტრემისტმა თავი აიფეთქა როცა პოლიციის ძალებმა ალყაში მოიქციეს ისინი ქალაქ კვეტაში. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი აიაზ გიული ისლამაბადიდან იუწყება, პროვინციის პოლიციის უფროსი მოჰამედ იაკუბი ამბობს, რომ ტერორისტები შიიტ მუსლიმანთა ყოველწლიური პროცესიის ჩაშლას გეგმავდნენ. მან კერძოდ თქვა “პოლიციამ ავტომატების ჯერი დაუშინა მათ. საპასუხო ცეცხლის გახსნის შემდეგ, მათ თავი აიფეთქეს“. ხელისუფლები ექსტრემისტთა ვინაობის დადგენას ცდილობენ. ამ ფონზე, ქალაქ კვეტაში უშიშროების ზომები გაამკაცრეს.

XS
SM
MD
LG