ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში კამიკაძე თვითმკვლელთა აფეთქებები გრძელდება - 2005-02-18


ბაღდადში აფეთქებების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა და მრავალი დაიჭრა. კამიკაძეები მლოცველებში აირივნენ ორი მეჩეთის მახლობლად და თავი აიფეთქეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ტერაქტს ადგილი აქვს შიიტ მუსლიმანთა უწმიდესი აშურას დღესასწაულის წინა დღეს. ერთი წლის წინ აშურას დღესასწაულზე მსგავსი თავდასხმები განხორციელდა შიიტების წინააღმდეგ რამაც 170 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. რელიგიურმა ლიდერებმა დონორებს მიმართეს დაუყოვნებლივ გაიღონ სისხლი დღევანდელი ტერაქტის დროს დაჭრილთა დასახმარებლად. პოლიციამ ორი კამიკაძე მოკლა როცა ისინი ბაღდადის დასავლეთით მდებარე შიიტთა მეჩეთს უახლოვდებოდნენ. მაგრამ ერთ- ერთმა კამიკაძემ მოახერხა თავის აფეთქება და ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

XS
SM
MD
LG