ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო ამნისტია: ნეპალს დახმარება უნდა შეუწყდეს - 2005-02-17


ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია ამნესტი ინტერნეშნელი დონორ ქვეყნებს მოუწოდებს ნეპალს შეუწყვიტონ სამხედრო დახმარება.

ორგანიზაციის გენერალური მდივანი ირინ ხანი ასეთ მიმართვას დღეს აკეთებს, მას შემდეგ რაც იგი ცოტა ხნის წინ ნეპალის ხელისუფლების წევრებს შეხვდა, მათ შორის მეფე გუანენდრას.

ქალბატონი ხანის განცხადებით, ნეპალის მონარქის მიერ გატარებული ზომები, სავარაუდოდ კიდევ უფრო გაამწვავებს კონფლიქტს შეიარაღებულ ძალებსა და მაოისტ მეამბოხეებს შორის.

"ვითვალისწინებთ, რა ნეპალის სამხედროებსა და მეფეს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს, და ასევე ქვეყნის უშიშროების ძალების როლს ადამიანის უფლებების შეზღუდვის სფეროში, ჩვენი ორგანიზაცია დონორ სახელმწიფოებს მოუწოდებს შეწყდეს სამხედრო დახმარება კატმანდუს მთავრობისადმი, რითაც ქვეყნის ხელისუფლებას ვაიძულებთ ადამიანის უფლებების დაცვის პოლიტიკა გაატაროს.-თქვა ირინ ხანმა.

XS
SM
MD
LG