ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტიქია პაკისტანში - 2005-02-13


პაკისტანში მომხდარი წყალდიდობების, მეწყერისა და დიდთოვლობის შედეგად 340 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

ქვეყნის პრეზიდენტი პერვეზ მუშარაფი გუშინ, დაზარალებული რეგიონის მოსანახულებლად ბელუჩისტანის პროვინციაში იმყოფებოდა.

ამ ფონზე, პაკისტანის სამხრეთში დღეს ისევ წვიმს, მაშინ როცა ქვეყნის ჩრდილოეთში დიდთოვლობის გამო 90 ადამიანი დაიღუპა.

სამაშველო სამუშაოებში პაკისტანის საჰაერო ძალები არიან ჩაბმულნი.

XS
SM
MD
LG