ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინელი მოთარეშეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დაიცავენ - 2005-02-13


პალესტინელი მეამბოხეები თანახმა არიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიცვან

პალესტინური მეამბოხე დაჯგუფება ჰამასი და ისლამური ჯიჰადი აცხადებენ, რომ დაიცავენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს ისრაელთან. ეს განცხადებები, იმედს უსახავს პალესტინა-ისრაელს შორის წლების მანძილზე მიმდინარე კონფლიქტის დასრულების მსრველებს. მაგრამ, როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ლარი ჯეიმსი იერუსალიმიდან იტყობინება, შეთანხმების შენარჩუნება, ისევ მეამბოხეთა განცხადებით, ისრაელის მოქმედებებზე იქნება დამოკიდებული.

ჰამასის ლიდერი ღაზის სექტორში, მაჰმუდ ზაჰარი ამბობს რომ თუ ისრაელი არ შესწყვეტს თავის პოლიტიკას, მაშინ მეამბოხეები , მისივე სიტყვებით ძველი მეთოდებით მოახდენენ რეაგირებას.

პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი, ცოტა ხნის წინ ღაზის სექტორში ჩავიდა რათა მეამბოხეეები დაერწმუნებინა ცეცხლის შეცყვეტის შეთამხების შესრულების აუცილებლობაში.

პალესტინელი პოლიტიკური მიმომხილველი მაჰდი აბდელჰადი აცხადებს, რომ აბასი პოლიტიკოსებისა და მოთარეშეების მართველობის ერთი სისტემის ქვეშ გაერთიანებას ცდილობს, თუმცა ამ პოლიტიკას წარმატების შანსები არ აქვს:

ამ ფონზე, დღეს ერთმანეთს ხვდებიან ისრაელ-პალესტინის ერთობლივი უშიშროების კომისიის წევრები. შეხვედრაზე, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე პალესტინური დასახლებების კონტროლის საკითხი უნდა გადაწყდეს. ამ ფონზე, ისრაელის მინისტრთა კაბინეტის წევრებს ისრაელელი ექსტრემისტები სიკვდილით ემუქრებიან, თუ ისინი ღაზის სექტორიდან ებრაული სამოსახლოებისა და ჯარების გაყვანას დაუჭერენ მხარს.

საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ ისრაელელთა ორი მესამედი ღაზის ოკუპაციის დასრულოების მომხრეა. თუმცა არის ძლიერი ოპოზიციაც, რომელიც ღაზის სექტორიდან ებრაული სამოსახლოების გაყვანას ეწინააღმდეგება.

XS
SM
MD
LG