ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ რამსფელდი ერაყში ჩადის - 2005-02-11


დღეს ერაყში, შიიტი მოსახლეობის წინააღმდეგ, მოთარეშეებმა ორი სასიკვდილო თავდასხმა განახორციელეს.

ეს მაშინ, როცა დღესვე, ამერიკელი ჯარისკაცების მოსანახულებლად ერაყში მოულოდნელად ამერიკის თავდაცვის მინისტრი, დონალდ რამსფელდი ჩავიდა.

შეიარაღებული პირები ბაღდადის შიიტურ შემოგარენში არსებულ ერთერთ პურის საცხობში შეიჭრნენ , და ცეცხლი მოსამსახურეებს გაუხსნეს. დაღუპულია 9 ადამიანი.

რამსფელდი ყველასთვის მოულოდნელად დღეს ბაღდადსა და მოსულს ეწვია, და ამერიკელ ჯარებს უთხრა, რომ ისინი შინ სიამაყით დაბრუნდებიან როცა ერაყის სამხედროების წვრთნის პროცესი და მოთარეშეთა ამბოხება დასრულდება.

XS
SM
MD
LG