ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი უარს აცხადებს პირდაპირი მოლაპარაკებები აწარმოოს ფხენიანთან - 2005-02-11


ჩრდილოეთ კორეა ვაშინგტონთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვს.

თეთრი სახლი უარს აცხადებს.

ფხენიანი, ამის შემდეგ შესაძლოა ექვსმხრივ მოლაპარაკებებში ჩაებას.

მოლაპარაკებები ჩრდილოეთ კორეის განიარაღებას ისახავდა მიზნად.

ნიუ იორკში ამჟამად მყოფი დელეგაცია ჩრდილოეთ კორეიდან იტყობინება, რომ პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებით ვაშინგტონი დაამტკიცებს, რომ ფხენიანის მიმართ არ ხელმძღვანელობს ეგრეთწოდებული მტრული პოლიტიკით.

გუშინ, როგორც გახსოვთ, კომუნისტურმა კორეამ ბირთვული იარაღის ქონა დაადასტურა და იმავდროულად, უარი თქვა მონაწილეობა მიიღოს ექვსმხრივ მოლაპარაკებებში.

ამ ფონზე, ვაშინგტონში ამბობენ, რომ ყველაფერი კეთდება, რათა საკითხი დიპლომატიური გზით მოგვარდეს.

XS
SM
MD
LG