ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონი 50 მილიონით დაეხმარება განვითარებად ქვეყნებს - 2005-02-06


დიდი ბრიტანეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ლონდონი წელს 50 მილიონ დოლარს გამოჰყოფს 19-ი განვითარებადი ქვეყნის დასახმარებლად.

ბრიტანეთის ფინანსთა და შემოსავლების მინისტრმა გორდონ ბრაუნმა დღეს აღნიშნა, რომ ეს ზომა არის იმ უფრო ვრცელი ინიციატივის ნაწილი, რომლის თანახმად მდიდარ ქვეყებს ჩამორჩენილი სახელმწიფოების ვალების შემსუბუქება ეთხოვათ.

ბრიტანული გეგმის თანახმად ეს ფული გადაუნაწილდება სომხეთს, ბენინს, ბოლივიას, ბურკინა ფასოს, ეთიოპიას, განას, მალის, და სხვა აფრიკულ სახელმწიფოებს, ასევე ვიეტნამს.

გუშინ ლონდონში, გორდონ ბრაუნი დიდი შვიდეულის ლიდერებს შეხვდა სადაც მხარეებმა განიხილეს მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნებისათვის ვალის 100 პროცენტიანი შემსუბუქების საკითხი.

დიდმა ბრიტანეთმა ასეგე თხოვა დიდი შვიდეულის ლიდერებს გაზარდონ დახმარება მესამე მსოფლიოს ქვეყნებისადმი.

ასეთი წინადადებები უარყვეს შეერთებული შტატების წარომადგენლებმა, თქვეს რა რომ ამერიკული საბიუჯეტო კანონები წინააღმდეგობაში მოდის ასეთ გრძელვადიან ვალდებულებებთან.

XS
SM
MD
LG