ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ სახელმწიფო მდივანი ახლო აღმოსავლეთის ლიდერებს ხვდება - 2005-02-06


შეერთებული შტატების სახელმწფო მდივანი კონდოლიზა რაისი ახლო აღმოსავლეთში იმყოფება.

ცოტა ხნის წინ იგი თელ- ავივში თურქეთიდან ჩაფრინდა.

კონდოლიზა რაისი შეხვედრებს გამართავს ისრაელისა და პალესტინის ლიდერებთან. მან უკვე განაცხადა, რომ სამშაბათს, ეგვიპტეში დაგეგმილი უმაღლესი დონის შეხვედრის წინ მხარეებს კვლავ მოუწოდებს სამშვიდობო ძალისხმევის დაჩქარებისაკენ.

ამერიკის ხმის კორესპონდენტი სონია პეისი იერუსალიმიდან გვატყობინებს, რომ თავისი პირველი უცხოური მოგზაურობის განმავლობაში, ამერიკელი დიპლომატი განსაკუთრებით გამოჰყოფს ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო მისიის მნიშვნელობას. ამ წუთებში რაისი უკვე რეგიონშ იმყოფება და ადგილობრივ ლიდერებს სწორედ შემრიგებლური ნაბიჯებისკენ მოუწოდებს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა არაერთხელ გამოხატა თავისი გადაწყვეტილება ხელი შეუწყოს ისრაელ-პალესტინური კონფლიქტის მოგვარებას და ამასთან ერთად, პალესტინური სახელმწიფოს დაარსებას. ჯორჯ ბუშის ამ განცხადებებმა მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში უკვე დაამტკიცეს თავისი პრიორიტეტულობა.

რაისმა უკვე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ამერიკა კონფლიქტში მონაწილეებს მხარში ამოუდგება, იმისათვის რათა სამშვიდობო მოლაპარაკებები შედგეს. თუმცა ამ ეტაპზე, უკეთესი იქნება თუ დაპირისპირებული მხარეები თავის თავზე აიღებენ პროცესის მართვას.

ისრაელი მიესალმება ასეთ მიდგომას. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარკ რეგევი ამერიკი ხმას ეუბნება, რომ არსებობს რეალური შანსი მშვიდობის დამყარებისა, რასაც განსაკუთრებული სტიმული პალესტინურმა არჩევნებმა მისცა.

XS
SM
MD
LG