ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის პარლამენტმა ტიმოშენკოს კანდიდატურა დაამტკიცა - 2005-02-04


უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ იულია ტიმოშენკოს პრემიერ მინისტრად დამტკიცება სთხოვა პარლამენტს. დღეს კიევში, კანონმდებლების წინაშე გამოსვლისას, ბატონმა იუშჩენკომ განაცხადა, რომ ქალბატონმა ტიმოშენკომ მისი და ქვეყნის ნდობა დაიმსახურა. პრეზიდენტმა მას პოლიტიკური პარტნიორი უწოდა, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ახალი მთავრობის ჩამოყალიბება ანდო. დღეს, უკრაინის 450 ადგილიანმა პარლამენტმა ხმათა დიდი უმრავლესობით იულია ტიმოშენკო პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა.

XS
SM
MD
LG