ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის არჩევნებში შიიტები ლიდერობენ - 2005-02-04


ერაყის საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ კვირის არჩევნებში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები შიიტთა ძირითადმა კოალიციამ მიიღო. ხმათა ნაწილობრივი დათვლის შედეგად, როცა 3.3 მილიონი ხმაა დათვლილი, გავლენიანი სასულიერო პირის დიდი აიათოლა ალი სისტანის გაერთიანებულმა ერაყის ალიანსმა 2.2 მილიონი ხმა მიიღო. მეორე ადგილზეა დროებითი პრეზიდენტის იად ალავის პარტია.შედეგები ჯერჯერობით შიიტთა რეგიონებიდანაა მიღებული და საბოლოო შედეგები მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ გამოქვეყნდება. ამ ფონზე, ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა როცა მოსულში მისი ავტოკოლონა ბომბზე აფეთქდა.

XS
SM
MD
LG