ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერაქტები გრძელდება ერაყში; დათვლილია 1.6 მილიონი ხმა - 2005-02-03


გუშინ, არჩევნების შემდეგ პირველი ტერაქტისას ერაყში 2 ამერიკელი საზღვაო ქვეითი და 12 ერაყელი ჯარისკაცი იქნა მოკლული.

ოფიციალური პირების განცხადებით, მეამბოხეები ქალაქ კირკუკთან საფარიდან დაესხნენ ავტობუსს, რომელსაც ერაყელი ჯარისკაცები გადაჰყავდა. მოთარეშეებმა ჯარისკაცები ავტობუსიდან ჩამოაგდეს, და შემდეგ დახოცეს.

ცოტა უფრო ადრე ბაღდადის ახლოს, ალ ანბარის პროვინციაში ორი ამერიკელი საზღვაო ქვეითი მოთარეშეებთან შეტაკებისას გარდაიცვალა.

ამ ფონზე, გრძელდება არჩევნების შედეგების დათვლა. ოფიციალური მონაცემები შესაძლოა ერთ კვირაში გახდეს ცნობილი.

ერაყელი ოფიციალური პირები უკვე იხილავენ ახალი მთავრობის ჩამოყალიბების გზებს ქვეყნის პოლიტიკურ და სხვადასხვა რელიგიურ დაჯგუფებებთან, მათ შორის იმ სუნიტებთან, ვინც არ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში.

XS
SM
MD
LG