ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაპის მდგომარეობა სტაბილურია - 2005-02-02


ვატიკანის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პაპის მდგომარეობა სტაბილურია, გუშინ მისი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ.

გუშინ, იოანე პავლე მეორეს სურდოს გართულების შემდეგ საავადმყოფოშ მოთავსება გახდა აუცილებელი.

ვატიკანის დღევანდელი განცხდება 84 წლის პაპის მდგომარეობის შესახებ იტყობინება, რომ იოანე პავლე მეორეს სასუნთქი ორგანოების არხი აქვს დაზიანებული. რომის ჯიემელის საავადმყოფოში, იგი, როგორც ვარაუდობენ კიდევ რამდენიმე დღეს დაჰყოფს.

ვატიკანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პაპს მთელი ეს პერიოდი გონება არ დაუკარგავს. მას, ამას გარდა ართრიტი და პარკინსონის დაავადებები აწუხებს.

უკანასკნელი ჰოსპიტალიზაციის გამო, პაპი ალბათ გააუქმებს მომავალ კვირას დაგეგილ ოფიციალურ შეხვედრებს.

XS
SM
MD
LG