ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნები ერაყში: - 2005-01-30


ერაყში ამ უკანასკნელი 50 წლის მანძილზე პირველად მრავალპარტიული არჩევნები მიმდინარეობს. მოთარეშეების წინააღმდეგობის მიუხედავად ბაღდადში ათასობით ამომრჩევნელმა მიაშურა საარჩევნო უბნებს.

ბევრი ძირთადი გზატკეცილი ბარიერებითა და მავთულხლართებითაა გადახერგილი. ქალაქში რამდენიმე აფეთქებას ჰქონდა ადგილი.

არჩევნები, ერაყს გარდა კიდევ 14 ქვეყანაში ტარდება, სადაც წარმოშობით ერაყელ მოსახლეობას თავისი ნების გამოხატვის საშუალება აქვს 275 ადგილიანი ეროვნული ასამბლეის ასარჩევად. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი მაიკლ დრაჯი ლონდონიდან იუწყება, ბრიტანეთის რეგისტრირებული ამომრჩევლის 60 პროცენტმა პარასკევს და შაბათს მისცა ხმა. ბრიტანეთის 100.000- იანი ერაყული წარმოშობის თემობიდან 37 .000 მონაწილეობს არჩევნებში. ბეკვრი ამას იმით ხსნის, რომ დასარეგისტრირებლად ხალხს ძალზედ შორს მოუწევდა მოგზაურობა.ზოგი კი ამბობს, რომ დიდი ხნის წინათ გადასახლდნენ ბრიტანეთში და ერაყთან კავშირები თითქმის სრულად გაწყვიტეს.

ჩრდლოეთ ერაყის ქურთისტანის რეგიონის ამომრჩევლები დიდი რაოდენობით მონაწილეობენ ქვეყნის არჩევნებში. როგორც ამერიკის ხმის კორესპონედნტი ჯეფრი იანგი ირბილიდან იუწყება, საარჩევნო უბნები დილაადრიან გაიხსნა და მას შემდეგ მიუხედავად ყინვისა ხალხის ნაკადი არ წყდება. უშიშრეობის ზომები უაღრესად გამკაცრებულია. არჩევნებში მონაწილე ასამდე პოლიტიკურ პარტიას უამრავი კანდიდატი ჰყავს. ქურთისტანის რეგიონში კი ორი პარტია დომინირებს-ქურთისტანის დემოკრატიული პარტია და ქურთისტანის პატრიოტული კავშირი. არჩევნების წინ ეს ორი პარტია გაერთიანდა, რათა რაც შეიძლება მეტი ქურთი წარმომადგენელი ჰყავდეთ ახალ ეროვნულ ასამბლეაში.

XS
SM
MD
LG