ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყი: არჩევნების წინ დაძაბულობა მატულობს - 2005-01-28


ერაყის ხელისუფლებმა განაცხადეს, რომ ბაღდადში თავდამსხმელებმა საარჩევნო ოფიციალური პირი მოკლეს,რაც უკვე საარჩევნო მუშაკების მეშვიდე მკვლელობაა თვის ბოლოსათვის დაგეგმილი არჩევნების წინ. პოლიციის თანახმად უფრო ადრე, ამ კვირაში შიიტთა უმაღლესი სასულიერო პირის დიდი აიათოლა ალ სისტანის თანაშემწის მკვლელობისათვის პასუხისმგებლობა ანსარ-ალ ისლამის ჯგუფმა იკისრა. ამ ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული განცხადება 30 იანვრის არჩევნების ბოიკოტისაკენ მოუწოდებს. აშშ-ების სამხედრო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ წინააღმდეგ თავდასხმების გახშირების მიუხედავად ერაყის ძალებმა დრამატულად გააუმჯობესეს თავდაცვისუნარიანობა. პენტაგონი აცხადებს, რომ ერაყში მაღალი რანგის სამხედრო ექსპერტთა ჯგუფი ჩავიდა ერაყის ძალებში არსებული პროგრესის შესაფასებლად.

XS
SM
MD
LG