ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრაკოვში ოსვენციმის გათავისუფლებიდან 60 წლისთავი აღნიშნეს - 2005-01-27


27 იანვარს პოლონეთში ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკთან თავი მოიყარეს მსოფლიოს ლიდერებმა და ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკების ყოფილმა ტყვეებმა. დღეს, ოსვენციმის საბჭოთა ჯარების მიერ გათავისუფლებიდან 60 -ი წლისთავის აღსანიშნავად ამ ცერემონიას დაესწრო პოლონეთის პრეზიდენტი ალექსანდრ კვასნიევსკი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი,ისრაელის პრეზიდენტი მოშე კაცავი და ამერიკის ვიცე პრეზიდენტი დიკ ჩეინი. კრაკოვში გამართულ ცერემონიაზე პრეზიდენტმა პუტინმა დაჰგმო მსოფლიოში ანტისემიტიზმისა და ქსენოფობიის გამოვლინებები.

ოსვენციმში მილიონზე მეტი ადამიანი მოკლეს, რომელთა უმრავლესობას ებრაელები შეადგენდნენ. საკონცენტრაციო ბანაკებს გადარჩენილები ამბობენ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია მომავალ თაობას ჰოლოკოსტის საშინელებების შესახებ მოვუთხროთ რამეთუ ანტისემიტიზმი დღესაც რჩება სამარცხვინო სენად მსოფლიოს ბევრ ქვევანაში.

XS
SM
MD
LG