ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყი: უცნობია კატასტროფის მიზეზები - 2005-01-26


ამერიკული შვეულმფრენი ერაყის დასავლეთში შორეულ რაიონში დაიმსხვრა. არსებული ინფორმაციის თანახმად, 31 ადამიანი დაიღუპა. სამხედრო წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საზღვაო ქვეითთა სატრანსპორტო ვერტმფრენი დღეს დაიმსხვრა სირიისა და იორდანიის საზღვრების მახლობელ ქალაქ რუტბასთან პატრულირებისას. ჯერ არ არის ცნობილი ვერტმფრენის ავარიის მიზეზი. გარდა ამისა, დასავლეთ ერაყში ალ ანბარის პროვინციაში ბრძოლებისას ოთხი ამერიკელი საზღვაო ქვეითი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG