ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცუნამის შედეგები: ინდონეზია დამატებით 7000 ადამიანის დაღუპვას ადასტურებს - 2005-01-23


ცუნამის შედეგად ინდონეზიამ კიდევ 7 000 ადამიანის დაღუპვა დაადასტურა. ამდენად, ტრაგედიამ მხოლოდ ინდონეზიაში 174, 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ჰუმანიტარულ საქმეთა მინისტრი ალვი შიჰაბი ამბობს რომ 100 000 ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.

მან კიდევ ერთელ გაუსხვა ხაზი აჩეს პროვინციაში მეამბოხეთა მიერ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობას.

ამ ფონზე, შრი ლანკას თამილელი ვეფხვების დაჯგუფებამ ბრალი დასდო მთავრობას სადამხმარებლო ტვირთის დაბლოკვაში იმ რეგიონის მოსახლეობისათვის, რომელსაც თამილელი მეამბოხეები აკონტროლებენ. ამ ბრალდებას უარყოფს ოფიციალური კოლომბო.

XS
SM
MD
LG