ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იუშჩენკოს ინაუგურაციას კოლინ პაუელი დაესწრება - 2005-01-22


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი უკრაინაში მიემგზავრება სადაც იგი კვირას, პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს ინაუგურაციაში მიიღებს მონაწილეობას.

პაუელი ასევე უკრაინის მომავალი ადმინისტრაციის წევრებთან აპირებს შეხვედრას.

როგორც ამერიკის ხმის კორესოპნდეტი სახელმწიფო დეპარტამენტიდან იუწყება, ორმხრივ მოლაპარაკებებში, სავარაუდოდ, გაიჟღერებს ერაყში, კოალიციის ძალების შეამდგენლობაში უკრაინის მონაწილეობის საკითხი.

როგორც იცით, ვიქტორ იუშჩენკო 1600-ი უკრაინელის ერაყიდან გაწვევას ფიქრობს.

კოლინ პაუელისთვის კი ეს მოგზაურობა ბოლო საგარეო ტური იქნება მისი სახელმწიფო მდივნად ყოფნის პერიოდში.

ამ თანამდებობაზე, კონდლოლიზა რაისი, სავარაუდოდ უახლოეს მომავალში შეუდგება საქმიანობის განხორციელებას.

XS
SM
MD
LG