ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცუანამის მსხვერპთა ზუსტი რიცხვი ჯერ კიდევ უცნობია - 2005-01-22


ინდონეზიის ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინატორი, რომელიც იმავდროულად ქვეყნის სოციალური უზრუნველყოფის მინისტრია აცხადებს, რომ აჩეს პროვინციაში უკვე მოხერხდა ცუნამის 90 000-ი მსხვერპლის დაკძრალვა; ჯერჯერობით კვლავ დაკარგულად ითვლება 100 000 მოსახლე.

მინისტრ შიჰაბის განცხადებით, აჩეს მოსახლეობიდან დაკარგულთა გარკვეული რაოდენობა შესაძლოა ლტოლვილთა ბანაკებში აფარებდეს თავს, მისი თქმით დაღუპულთა სრული რიცხვი მხოლოდ უფალმა უწყის-

ინდონეზიელი მინისტრის განცხდებით, ქვეყნის მთავრობა ახალი უწყების შექმნას გეგმავს, რომელიც მილიარდობით დოლარის გადანაწილებისას კორუფციულ პრაქტიკაზე ზედამხედველობას დააწესებს. მისი თქმით, ჰუმანიტარულ ორგანიზაციათა თანამშრომლები, სურვილისამებრ, შესაძლებელია შეუერთდნენ ამ უწყებას.

მინისტრმა, ასევე სამშვიდობო მოლაპარაკაბების განახლებისათვის მოუწოდა აჩეს პროვინციაში მყოფ მეამბოხეებს.

XS
SM
MD
LG