ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯორჯ ბუში ეიდ ალ ადჰას დღესასწაულის მილოცვებს აგზავნის - 2005-01-22


ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მილოცვები გაუგზავნა მსოფლიოს მუსულმანებს რომელბიც ეიდ ალ ადჰას დღესასწაულს ზეიმობენ.

ბუშმა ქებით მოიხსენია ამ დღესასწაულის დროს მორწმუნეების მიერ ნაჩვენები სიკეთე და გულმოწყალება, და ასევე აღნიშნა, რომ ეს თვისებები მუსულმანი ამერიკელების კულტურულ და რეგლიურ წვლილზე მეტყველებს.

ჯორჯ ბუშმა, ამასთან, ხაზი გაუსვა ისეთი მუსლიმანური ღირებულებების მნიშვნელობას, როგორებიცაა ოჯახის პატივისცემა და საზოგადოების სამსახური, რაც, მისი თქმით კიდევ უფრო ამდიდრებს ამერიკულ რეალობას და იმ ღირებულებებს ასახავს, რომლებზეც ეს მრავალეროვნული ქვეყანა აშენდა.

XS
SM
MD
LG