ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყი: დაძაბულობა იზრდება არჩევნების წინ - 2005-01-22


ერაყის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ აპირებს ცილისწამებისთვის დააკავოს ერაყის ეროვნული კონგრესის ლიდერი აჰმად ჩალაბი.

ჩალაბიმ, რომელიც ერაყის ერთერთი თვალსაჩინო პოლიტიკური ფიგურაა თავის დროზე კრიტიკულად შეაფასა ერაყის დღევანდელი თავდაცვის მინისტრის-ჰაზიმ ალ შალანის მონაწილეობა 300ი მილიონი დოლარის ლიბანისთვის გადარიცხვაში, რის შემდეგაც ერაყის სამთავრობო ძალებს მეამბოხეებთან საბრძოლველი იარაღი უნდა შეესყიდათ.

ბატონი ალ შალანი და ერაყის ეროვნული კონგრესის ლიდერი ჩალაბი ორივე მონაწილეობას იღებენ ერაყის მომავალ არჩევნებში ქვეყნის ეროვნული ასამბლეის ასარჩევად.

ჩალაბი ასევე მოიაზრება ერთერთ კანდიდატად ერაყის მომავალი პრემიერ მინისტრის პოსტზე.

XS
SM
MD
LG