ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კობეს კონფერენცია ცუნამის პროგნოზირების სისტემის შექმნას შეეცდება - 2005-01-20


სტიქიის შედეგების შემცირებას ეძღვნება საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც გაეროს ეგიდით იაპონიის ქალაქ კობეში მიმდინარეობს.

ცუნამის პროგნოზირების სისტემის შესაქმნელად გაერთიანებული ერების ორგანიზაციას უკვე დაევალა სხვადასხვა წინადადებები შეისწავლოს.

გაეროს წარმომადგენელმა სალვანო ბრიცენომ აღნიშნა, რომ ექსპერტთა ჯგუფი ცუნამის შედეგად დაზარალებულ რაიონებს და ასევე, დონორ ქვეყნებს ეწვევა. ჯგუფი, როგორც ცნობილია, შეაფასებს, თუ რომელ მხარეს რა წვლილის გაღება შეუძლია ტექნოლოგიურად, ფინანსურად და ასევე კოორდინაციის მიზნით. ბატონი ბრიცენოს განცხადებით, ასეთი სისტემის შესაქმნელად, უკვე რამდენიმე მილიონი დოლარის გამოყოფის პირობა იქნა დათქმული.

ცუნამის კატასტროფის მსხვერპლთა რიხვი, ბოლო მონაცემებით 200 -ი ათას აღწევს.

XS
SM
MD
LG