ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატი სენატორები რაისის კანდიდატურის დასამტკიცებლად მეტ დროს ითხოვენ - 2005-01-20


ამერიკის სენატის დემოკრატი წევრები აყოვნებენ კონდოლიზა რაისის სახელმწიფო მდივნად დამტკიცების პროცესს.

ეს, ფაქტობრივად პოლიტიკური ნაბიჯია, რაც პოლიტიკური მიმომხილველების აზრით ერაყში, ბუშის პოლიტიკის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების შედეგია.

დემოკრატი სენატორები კონდოლიზა რაისის დასამტკიცებლად მეტ დროს ითხოვენ, რაც დღევანდელ კენჭსყრას, სავარაუდოდ მომავალ კვირამდე გადასწევს.

დემოკრატი სენატორების ეს გადაწყვეტილება მოსდევს გუშინ, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ რაისის კანდიდატურის მხარდაჭერას 16-ი ხმით ორის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG