ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მახაჩქალაში დატრიალებული ინციდენტი - 2005-01-17


რუსეთის უშიშროების ძალები აცხადებენ, რომ დაღესტანში მათ ჩეჩნების მომხრე მებრძოლების მიერ მძევლების გატაცების თავიდან აცილება მოახერხეს. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ბილ გასპერინი მოსკოვიდან იუწყება, სამხედრო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ წუხელ მახაჩქალაში საგანგებო ძალებმა ხუთი მოთარეშე მოჰკლეს. გააფთრებული ბრძოლები რამდენიმე საათს გაგრძელდა, მას შემდეგ რაც ჯარისკაცებმა ალყაში მოაქციეს სახლი სადაც მეამბოხეები თავს აფარებდნენ. ტანკიდან გატყორცნილი ჭურვების აფეთქების შედეგად იქ მყოფი ყველა მეამბოხე დაიღუპა. იმავე ღამეს, მეორე ინციდენტში, რომელსაც ადგილი ჰქონდა კასპიისკში, სულ მცირე სამი პოლიციელი და ერთი მეამბოხე დაიღუპა. რეგიონალური უშიშროების სამსახურის უფროსმა ნიკოლაი გრიაზნოვმა განაცხადა, რომ ორივე ჯგუფი მძევლების გატაცებას გეგმავდა ბესლანის სკოლაში მომხდარი ინციდენტის მსგავსად, რომელმაც 340 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მოსკოვის კარნეგის ცენტრის კავკასიის რეგიონალური საკითხების სპეციალისტი ალექსეი მალაშჩენკო ამბობს, რომ ოფიციალური ინფორმაციის გარეშე ძნელია იმის დადგენა, სინამდვილეში აპირებდნენ მოთარეშეები მძევალთა ახალი დრამის გათამაშებას თუ არა.

XS
SM
MD
LG