ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინის ადმინისტრაცია მოთარეშეების წინააღმდეგ პრევენტიულ ზომებს მიიღებს - 2005-01-17


პალესტინის მინისტრთა კაბინეტის თანახმად, უშიშროების ძალებს ებრძანათ პრევენტიული ზომები მიიღონ ისრაელელბზე მოთარეშეების თავდასხმების აღსაკვეთად. ამ ფონზე, ისრაელის მთავრობა მსგავსი თავდასხმების თავიადან ასაცილებლად სამხედრო შესაძლებლობებს განიხილავს. როგორც ამერკიკის ხმის კორესპონდენტი სონია პეისი იერუსალიმიდან იუწყება, პალესტინელმა მინისტრებმა განაცხადეს, რომ უშიშროების ძალები ღაზას მიავლინეს კარნის გზაჯვარედინზე მოთარეშეების მიერ განხორციელებული ტერაქტის მზეზების გამოსაძიებლად, სადაც ხუთშაბათს, პალესტინელმა შეიარაღებულმა პირებმა ექვსი ისრაელელი მოკლეს. გუშინ, თავის საინაუგურაციო სიტყვაში პალესტინელთა ახალმა პრეზიდენტმა მჰმუდ აბასმა ძალმომრეობის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისაკენ მოუწოდა მხარეებს. მაგრამ ისრაელის ოფიციალური პირები მისგან საქმეს და არა სიტყვას ითხოვენ.

XS
SM
MD
LG