ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოალიციის ძალებს არჩევნების დროს უმნიშვნელო ფუნქციები ექნებათ - 2005-01-16


ამერიკული სამხედრო ძალების გენერალი ერაყში აცხადებს, რომ კოალიციის ძალებს 30 იანვრის არჩევნების დროს უშიშროების დაცვაში უმნიშვნელო როლი ექნებათ.

გენერალმა კარტერ ჰემმა, რომელიც მრავალეროვნული ძალების ხელმძღვანელია ჩრდილო-დასავლეთ ერაყში ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერაყის უშიშროების ძალების რიცხვი შემცირდა, მათი რაოდენობა მაინც საკმარისია საარჩევნო უბნებისა და მიმდებარე ტერიტორიების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

გენერლის განცხადებით, კოალიციის ძალები საჭიროების შემთხვევაში სწრაფი რეაგირებისთვის და დახმარებისთვის მზად იქნებიან.

გენერალ ჰემის კომენტარს წინ უძღოდა ერაყის ოფიციალური მთავრობის განცხადება- არჩევნების დროს უსაფრთხოების ზომების გამკაცრების შესახებ.

როგორც ცნობილია, ერაყის ალ ანბარისა და ნინევას პროვინციების მოსახლეობას რეგისტრაცია და ხმის მიცემის საშუალება არჩევნების დღეს ექნებათ, რამეთუ ამ ორ პროვინციაში განსაკუთრებით დაძაბული მდგომარეობაა.

ერაყის ოფიციალურმა პირებმა ასევე მიიღეს გადაწყვეტილება -საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე შეიზღუდოს მგზავრობა და სამანქანო მიმოსვლა.

XS
SM
MD
LG