ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯორჯ ბუში:" არჩევნებში გამარჯვება ერაყის პოლიტიკის მხარდაჭერა იყო." - 2005-01-16


ჯორჯ ბუშის განცხადებით მეორე ვადით საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ფაქტობრივად ერაყში მისი პოლიტიკის მხარდაჭერა იყო.

დღეს, გაზეთ ვაშინგტონ პოსტისთვის მიცემულ ინტერვიუში ბუშმა ასევე აღნიშნა, რომ არანაირი მიზეზი არ არსებობდა იმისა, რომ მისი ადმინისტრაციის რომელიმე წევრის ანგარიშვალდებულობის საკითხი ეჭვის ქვეშ დადგა ერაყის მოვლენების ირგვლივ დაშვებული შეცდომების გამო.

ბუშის სიტყვებით- " გამოცდა სწორედ 2004 წლის არჩევნების წარმატებით დასრულება იყო."

ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, საზოგადოებამ ერაყის საკითხის ირგვლივ სხვადასხვა ანალიზი და მოსაზრებები მოისმინა, შესძლო შეეფასებინა ორივე კანდიდატის დამსახურება და აირჩია კიდეც პრეზიდენტი.

აღსანიშნავია, რომ ჯორჯ ბუში ხელმეორე ვადით ფიცის დადების ცერემონიის წინ ინტერვიუებს წერს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებთან.

და ბოლოს, ამერიკის პრეზიდენტის კიდევ ერთი საყურადღებო განცხადება მისი ერთერთი ინტერვიუდან: ჯერჯერობით ნაადრევია ვილაპარაკოთ იმაზე თუ როდის შემცირდება ამერიკელი სამხედროების რიცხვი ერაყში. პრეზიდენტის განცხადებით, რაც უფრო მალე შესძლებენ ერაყელები ტერორიზმის დამარცხებას საკუთარ მიწაზე, მით უფრო მალე დაბრუნდებიან ამერიკელები შინ.

XS
SM
MD
LG