ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაათავისუფლეს ავღანეთის სამხედო ციხეებში დაკავებული 80 პატიმარი - 2005-01-16


ამერიკულმა სამხედრო ძალებმა გაათავისუფლეს ავღანეთში სამხედო ციხეებში დაკავებული 80 პატიმარი.

დღეს, პატიმრები ბაგრამის სამხედრო ბაზიდან ავღანეთის უზენაეს სასამართლოში გადაიყვანეს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ პატიმრებს მიულოცა მუსლიმანური დღესასწაულის ეიდ ალ ადჰას მოახლოება და ასევე გააფრთხილა ისინი მთავრობის საწინააღმდეგო მოქმედებისგან შეიკავონ თავი.

პატიმრების გათავისუფლებას ადგილი აქვს მაშინ, როცა ავღანეთის მთავრობა თალიბთა მებრძოლების საყოველთაო ამნისტიას გეგმავს იმ გარიგების საფუძველზე, რომლის თანახმად ყოფილი მეამბოხეები იარაღს დაყრიან და ნორმალურ სამოქალაქო ცხოვრებას დაიწყებენ.

XS
SM
MD
LG