ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინის ახალი კაბინეტის ჩამოყალიბებაში აჰმედ ქურეა მიიღებს მონაწილეობას - 2005-01-15


მაჰმუდ აბასმა პალესტინის ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს აჰმედ ქურეას თანამდებობაზე დარჩენა და ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაში დახმარება სთხოვა.

ეს განცხადება აბასმა რამალაში თავის მომხრეებთან შეხვედრისას გააკეთა. მან ნდობა გამოუცხადა პრემიერ-მინისტრს აჰმედ ქურეას, რომელთანაც კონსულტაციებს გამართავს ახალი მთავრობის ჩამოყალიბებისას.

აჰმედ ქურეა პალესტინის პრემიერ-მინისტრი 2003 წელს მაჰმუდ აბასის გადადგომის შემდეგ გახდა, რომელსაც უთანხმოება ჰქონდა იასირ არაფატთან.

XS
SM
MD
LG