ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაჰმუდ აბასი ფიცს სდებს - 2005-01-15


დღეს პალესტინის ავტონომიის ახალმა პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ფიცი დასდო. ცერემონია რამალაში გაიმართა.

ამ ცერემონიას ემთხვევა კიდევ ერთი ინციდენტი ისრაელთან, რასაც პარასკევს პალესტინის ავტონომიასთან ისრაელის კონტაქტების შეწყვეტა და ღაზის სექტორის გადაკეტვა მოჰყვა თან.

ღაზის ცენტრალურ ნაწილში პალესტინელი შენიღბული პირები ისრაელის საკონტროლო გამშვებ პუნქტს დაესხნენ თავს. დაიღუპა 6 სამოქალაქო პირი.

აბასმა მის ოფიციალურ გამოსვლაში ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ორივე სახელმწფომ გვერდი-გვერდ უნდა იარსებონ და აუცილებელია, რომ მათ ერთოვლივი ძალისხმევით აღკვეთონ ძალმომრეობა და მკვდარი წერტილიდან დასძრან სამხედრო მოლაპარაკებები.

XS
SM
MD
LG