ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბუშის პირველი სარეფორმო ნაბიჯები - 2005-01-12


პრეზიდენტმ ბუშმა განაცხადა, რომ სერიოზულად უდგება საიმიგრაციო რეფორმის გატარების საკითხს. გაზეთ ვაშინგტონ თაიმსისათვის მიცემულ ინტერვიუში, ბატონმა ბუშმა თქვა, რომ დარწმუნებულია კონგრესი დაამტკიცებს მის წინადადებას. ეს გეგმა პრეზიდენტმა ნაწილობრივ გასულ წელს მოამზადა.კერძოდ, მექსიკელი და ლათინური ამერიკიდან ჩამოსული უდოკუმენტო მუშებისათვის დროებითი სამუშაო ვიზების გაცემა. ინტერვიუში პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მისი გეგმა მოქალაქეობის სწრაფად მინიჭებას არ ითვალიწინებს.მაგრამ მისი თქმით ამით შესაძლებელი გახდება იმ ბიუროკრატიული პრობლემის გადაჭრა, რომელიც უდოკუმენტო მუშებთან დაკავშირებით შეიქმნა.

XS
SM
MD
LG