ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნები პალესტინაში: ისრაელის ახალი მუქარა - 2005-01-08


ისრაელი იმუქრება რომ გააბათილებს ამასწინანდელ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადქ ისრაელის მთავრობაქ პალესტინური არჩევნების დღეს რიგ ტერიტორიებზე გადაადგილების გაადვილებას შეუწყობდა ხელს. ისრაელის ასეთი მუქარა პალესტინელ ლიდერებს დღეს გადასცა არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებელთა ჯგუფმა. ისრაელი ამ მკაცრი ზომის დაწესების შესაძლებლობით მას შემდეგ გამოვიდა, რაც გუშინ, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ერთი ისრაელელი ჯარისკაცი მოკლეს.

ამ ფონზე, ტელეკომპანია სი ენ ენის ეთერში პალესტინელმა ლიდერმა ჰანან აშრავიმ თქვა, რომ მიუხედავად ისრაელის მუქარისა, პალეტინელი ხალხი მაინც მიიღებს კვირას დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას.

ამ არჩევნებში, როგორც ცნობილია, ხმის უფლების მქონე ამომრჩევლად მილიონ რვაასი ათასი ადამიანი ითვლება.

ღაზის სექტორში კი გრძელდება შეტაკებები. ებრაულ დასახლებასთან მდებარე საკონტროლო გამშვებ პუნქტთან მოკლულია 61 წლის პალეტინელი მამაკაცი. ასევე, არსებობს ცნობები რომ ღაზის სექტორში გაიტაცეს ორი ესპანელი ჟურნალისტი, თუმცა ისინი უკვე გაათავისუფლეს გამტაცებლებმა.

პალესტინური არჩევნების ერთერთი დამკვირვებელია ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი. მისი განცხადებით, არჩევნების ნორმალურად ჩატარება უნდა გახდეს ისრაელსა და პალესტინას შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძველი.

XS
SM
MD
LG